როისი: ბაიერნში ვერასოდეს მიხილავთ

მარკო როისს, დორტმუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს

დორტმუნდის ბორუსია პირველი წრის შემდეგ ბუდნესლიგას ლიდერობს და შესაძლოა ბაიერნის რამდენიმეწლიანი ჰეგემონიაც დაამხოს. სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ შორია, მანამდე კი დორტმუნდის კაპიტანი მარკო როისი მედიასთან მეტად საინტერესო კომენტარს აკეთებს.

 

„გპირდებით, რომ ბაიერნში ვერასოდეს მიხილავთ. ამის გარანტიას გაძლევთ. ბუნდესლიგაში ერთი გუნდის გარდა სხვა მაისურს არასოდეს მოვირგებ. ახლა, მთავარია მეორე წრეც ისე ვითამაშოთ, როგორც ეს ზამთრის შესვენებამდე შევძელით და ყველაფერი კარგად იქნება“ 

 

მარკო როისს, დორტმუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.