მამარდაშვილი უეფას რჩეულებში მოხვდა

უეფას ოფიციალურმა საიტმა იმ 50 ახალგაზრდა ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელთაც ფეხბურთის გულშემატკივრები 2021 წელს განსაკუთრებით უნდა დააკვირდნენ. ამ მოთამაშეთა შორისაა თბილისის ლოკომოტივის მეკარე გიორგი მამარდაშვილი. 

 

"მამარდაშვილი საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების მეკარეა. იგი უკვე დიდი რეპუტაციით სარგებლობს. მან შესანიშნავი მატჩები ჩაატარა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე."-წერია მამარდაშვილზე. 

 

გიორგი დინამო თბილისის საკუთრებაა და ლოკომოტივში იჯარით თამაშობს. იგი საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებზე თავი მშვენივრად წარმოაჩინა.