ალეგრიმ ფრანგი მოინიშნა

იტალიური გრანდი შეტევის გაძლიერებას აპირებს

არახალია, რომ იუვენტუსი შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელთა ახალი სამიზნე თინჯაი ნდომბელეა. ამის შესახებ Sport Italia იუწყება. ცნობილია, რომ ფეხბურთელის გადაბირება პირადად მასიმილიანო ალეგრის სურს.

 

ნდომბელე 22 წლის შემტევია. იგი მშვენიერ სეზონს ატარებს და არაერთი გუნდის ყურადღება მიიპყრო. მისი გადაბირება კატალონიის ბარსელონასა და მანჩესტერ სიტისაც სურთ. ნდომბელემ ამ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

 

რაც შეეხება იუვენტუსს ცნობილია, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ტურინელები ნდომბელეს აკვირდებიან. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა თანხის შეთავაზებას აპირებენ სერია ა-ს ჩემპიონები ლიონისთვის.