მიმდინარე სეზონში, გამოჩნდა, რომ რეალს შეიძლება ლა ლიგის ცხრილის შუაში ან მის ქვემოთ მყოფ გუნდებთან ფეხი დაუცდეს, მაგრამ ტოპ 6-თან - არა.
აი, გუშინ ვიგო სელტა 2:0 დაამარცხა და, პირველ ექვსეულთან, შესაძლებელი 24-დან 20 ქულა აიღო.
ზიდანის გუნდმა დაამარცხა: ატლეტიკო (2:0); სევილია (1:0); ბარსელონა (3:1); გრანადა (2:0); სელტა (2:0) და ბეტისი (3:2), ხოლო სოსიედადსა (0:0) ვილიარეალს (1:1) დაუზავდა.
რეალი ატლეტიკოს 1 ქულით უსწრებს, თუმცა ათლეტებს, თანაქალაქელისგან განსხვავებით, 3 თამაშით ნაკლები აქვთ გამართული...