სტეფ კარი 62!!!

სტეფ კარი დაბრუნდა.

სტეფ კარიმ დამარხა პორტლენდი და გოლდენ სტეიტმა 137:122 მოიგო ბრძოლა.

სტეფ კარიმ პირადი რეკორდი დაამყარა.

62 ქულა!

62!!!

62!!!!

სტეფი, რომელმაც თითქმის სრულად გამოტოვა შარშანდელი სეზონი, შედის ფორმაში. და, სტივ კერიც დაამთავრებს ექსპერიმენტებს და ათამაშებს მხოლოდ იმ შემადგენლობას, რომელიც გუნდს შედეგს მისცემს. და, ეს შედეგია - ფლეი ოფი.

და, სტივ კერს მაგრად გაუმართლა, რომ სტეფის მთავარი მწვრთნელია. ბევრი წლის შემდეგ, როდესაც დამჯერ და ჭკვიან სტივის დიდების დარბაზში შეიყვანენ, კერმა მადლობა სტეფს უნდა გადაუხადოს.

ოქროს ბიჭს, რომელმაც დაგლიჯა.

 

*****

 

კარიმ ეგრევე აკრიფა. 21 ქულა პირველ მეოთხედში. და,  სტეფმა 11/7 სროლა გამოიყენა. 10 ქულა კარიმ დიდ შესვენებამდე დაამატა. ამ ორ მეოთხედში გოლდენ სტეიტის არცერთ წევრს არ აქვს 6 ქულაზე მეტი. და, გუნდი 12 ქულას იგებს.

მესამე მეოთხედში - 14.

ბოლო მეოთხედის სტარტზე სტეფმა 50 ქულა დასვა. და, ანიშნა კერს, დამტოვე, შემიძლია. კერმა სტეფს თავი დაუხარა. კარიმ ექვსი საჯარიმო ჩააგდო, გააუმჯობესა პირადი რეკორდი და იწყება ბოლო წუთი. და, სტეფს აქვს 56 ქულა.

ამ დროში საოცარმა ბიჭმა ორი სამიანი ხია პორტლენდს. და, დასვა 62.

სტეფმა მატჩი 31/18 სროლით დახურა. მშვენიერი სტატისტიკა, თუმცა, კარის უკეთესი პროცენტიც ჰქონია. 16/8 გარედან. და, მთელი ეს ამბები მხოლოდ 36 წუთში!

კარი გახდა პირველი მოთამაშე კობი ბრაიანტის (2005) შემდეგ, რომელმაც ორივე ტაიმში სულ მცირე, 30 ქულა აიღო. ფენომენალური შედეგი. პლიუს, სტეფმა 19/18 საჯარიმოც ათიანში გაუშვა. სტეფმა დააგროვა უფრო მეტი, ვიდრე - ფორმაში შესულმა დემიან ლილარდმა (32) და სიჯეი მაკკალუმმა (28) ერთად.

და, გუნდიც უმატებს.

სტეფს აუცილებლად დასჭირდება დახმარება. დრეიმონდ გრინი შევა ფორმაში და მიხედავს დაცვას. პარალელურად, მოუმატევს სუპერახალბედა ჯეიმს უაიზმენი. და, უიგინს-უბრეს წყვილიც არ იქნება მკვდარი.

გოლდენ სტეიტმა გუნდურად მოკლა პორტლენდი. უბრალოდ, ამისთვის სტეფის რეკორდი იყო საჭირო, აუცილებელი.

სტეფი ფორმაში არ არის?

ფორმაში თქვენ არ ხართ, ვინც სტეფს აღარ ენდობა. გენიალური მოთამაშე ჯერ დგას და იკაიფეთ, სანამ - შეგიძლიათ.