მადრიდამდე ერთ ნაბიჯში

დავიდ ალაბას სხვა კლუბთან მოლაპარაკებისთვის ხელ-ფეხი ხსნილი აქვს. მას ბაიერთნან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. მისი გადაბირებით ყველაზე მეტად დაინტერესებული კი მადრიდის რეალია.

ავსტრიელმა ბავარიულთან ვერ მოილაპარაკა - ფეხბურთელი კვირაში 200 000 ევროს ითხოვდა.

 

REPORT: Real Madrid Leading the Way for David Alaba - Last Word on Football

 

ბაიერნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა: „ჩვენ ალაბასთან ბევრჯერ ვილაპარაკეთ და მისგან პასუხს ოქტომბრამდე ველოდით. ალაბამ დუმილი ამჯობინა, ამიტომ, მოლაპარაკებებს ალბათ აღარ გავაგრძელებთ. ჩვენ მას მკაფიოდ ვუთხარით, რამდენად გვიღირდა. ის არ დაგვთანხმდა”.

შემდეგ, რეალმა გადაწყვიტა ალაბას გადაბირებაზე დაეწყო მუშაობა და, როგორც ჩანს, მოლაპარაკებებში წარმატებასაც მიაღწია. სხვა კლუბებთან შედარებით რეალის უპირატესობა ის არის, რომ კორონაპანდემიამ ბევრს ეკონომიკურად დაარტყა, მადრიდელებს კი მეტ-ნაკლებად უკეთესი მდგომარეობა აქვთ.

მადრიდელებმა ევროპის ერთერთ საუკეთესო მცველს წელიწადში 10 მილიონი ევრო და ოთხწლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს. ცნობილია, რომ თავად ალაბაც ყოველთვის მოწადინებული იყო, ოდესმე მადრიდში რომ ეთამაშა.

მადრიდელთა მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს ალაბას დამატება ხელ-ფეხს გაუხსნის. ავსტრიელს შეუძლია თამაში როგორც მარცხენა მცველად, ასევე ცენტრში.

დავიდ ალაბას ფასი 65 მილიონი ევროა. მას გერმანულ კლუბში 404 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ავსტრიელმა 39 გოლი თავად გაიტანა, ხოლო 49 გოლის გატანაში მონაწილეობა მიიღო.