5 ტრანსფერი, რომელაც 2020 წელს ფეხბურთი შეცვალა

 

 

 

 

 

 

 

კორონავირუსის პანდემიის გამო, შარშან  სატრანსფერო ბაზარი იმდენად აქტიური და ხმაურიანი ვერ იყო, როგორც ადრე. თუმცა  ისეთი გადასვლებიც ვნახეთ, რომელებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მყიდველი კლუბის წარმატებაში. ამჯერად ხუთ ასეთ ტრანსფერს წარმოგიდგენთ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი - ლოს ანჯელეს გალაქსიდან მილანში (თავისუფალი აგენტი)

ზლატანი მსოფლიოს გაოცებას განაგრძობს. 39 წლისა ისეთივე შედეგიანია, როგორიც ადრე იყო. 2020 წლის იანვრიდან, რაც მილანში დაბრუნდა, 30 მატჩში 22 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასით გამოირჩა. განსაკუთრებით ხვავიანი მიდინარე სეზონის დასაწყისი გამოდგა, რომელშიც შვედმა 6 შეხვედრაში 10-ჯერ გამოიჩინა თავი.

ასაკს მაინც თავისი მიაქვს და კუნთის ტრავმის გამო უკვე თვეზე მეტია აღარ უთამაშია. დეკემბრის ბოლოს თითქოს მოიშუშა იარა, მაგრამ ვარჯიშისას ისევ ასტკივდა და ალბათ უახლოეს მატჩბშიც ვერ დაეხმარება თავის გუნდს.

მილანი რომ ახლა სერია A-ს ლიდერია, ამაში ზლატანის უდიდესი დამსახურებაა.

 

Liverpool's Diogo Jota makes "big influence" statement as he delivers  injury update - Irish Mirror Online

 

დიეგუ ჟოტა - ვულვზიდან ლივერპულში (44,7 მილიონი ევრო)

ყველასათვის მოულოდნელად პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონის დასაწყისში ლივერპული „გაათრია.“ ეს მაშინ მოხდა, როცა მერსისაიდელები ერთმანეთის მიყოლებით კარგავდნენ ტრავმების გამო ლიდერებს.

მან, როგორც იტყვიან, „პირადად“ მოაგებინა წითლებს 4 მატჩი და ატალანტასთან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ჰეთ - თრიქი შეასრულა. თანაც ერთიმეორეზე ლამაზი გოლები გაიტანა.

დიეგუ უნივერსალურია თავდასხმაში. შეტევის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ინგლისში გაოცებულნი არიან, როგორ უცებ მოერგო ლივერპულს. 

ბრუნუ ფერნანდეში - სპორტინგიდან მანჩესტერ იუნაიტედში (55 მილიონი ევრო)

ტყუილად არ უბრძოლია მანჩესტერს პორტუგალიელისთვის. ბრუნუ უცებ გახდა გუნდის ლიდერი, გოლებიც გააქვს, საგოლე გადაცემებაც ასრულებს და ყველაზე საჭირო მომენტში იღებს ინიციატივას საკუთარ თავზე.

მიმდინარე სეზონში 24 მატჩში მის ანგარიშზე 15 გოლი და 9 შედეგიანი პასია. საშუალოდ, შეხვედრის  განმავლობაში ის 3,1 გადამწყვეტ პასს ასრულებს. პრემიერლიგაში მეტი, საშუალოდ, მხოლოდ გრილიშს (3,6) და დე ბრუინს (3,2) აქვთ.

ის, რომ დღეს მანჩესტერი 33 ქულით ლივერპულთან ერთად პრემიერლიგის ლიდერობას იყოფს, ბრუნუს უდიდესი დამსახურებაა. აკი, ამას წინებზე კაპიტნის სამკლავურიც ჩააბარეს.

 

Borussia Dortmund teammates rave about free-scoring Erling Haaland

 

ერლინგ ჰოლადი - ზალცბურგიდან დორტმუნდში (20 მილიონი ევრო)

2020 წლის განმავლობაში ჰოლანდმა ვუნდერკინდის სახელი მოიშორა და ტოპ-კლასის მოთამაშედ მოგვევლინა. დორტმუნდის ბორუსიის მაისურით მან 32 შეხვერში 33 ბურთი გაიტანა და 6-ჯერ საგოლედ უპასა - ერთზე მეტი შედეგიანი ქმედება მატჩის განმავლობაში.

ჰოლანდი უკვე ახლა, პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. მას 100 მილიონ ევროდ აფასებენ (ამდენივედ აფასებენ სანჩოსა და ფელიშს). ის 20 მილიონი კი, რომელიც შარშან დორტმუნდმა მასში გადაიხადა, ჩინებული ინვესტიცია გამოდგა.

ედუარ მენდი - რენიდან ჩელსიში (24 მილიონი ევრო)

მენდის ტრანსფერმა ჩელსის ბოლო წლების მთავარი პრობლემა მოუგვარა - არისტოკრატებმა სტაბილური და საიმედო მეკარე შეიძინეს. ძალიან ხშირად ცდებოდა მანამდე კეპა არისაბალაგა. სენეგალელმა ექვსი „მშრალი“ მატჩით დაიწყო (სამი პრემიერლიგაში, სამი ჩემპიონთა ლიგაში). ჯამში კი 19 შეხვედრაში 12 ბურთი გაუშვა და 10 მატჩი ჩაატარა გოლგაუშვებლად. საშუალოდ ის მატჩში 2,1 მოგერიებას ახერხებს, რაც ჩინებული შედეგია.

 

Chelsea evening headlines as Edouard Mendy deal agreed, Timo Werner praise,  Hudson-Odoi message - football.london