იუვენტუსი ფეხბურთელებს გასაყიდად ამზადებს

იუვენტუსში დიდი წმენდა იგეგმება. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბიანკონერი სამი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს. ადრიენ რაბიო, ფედერიკო ბერნარდესკი და სამი ხედირა ის მოთამაშეები არიან, რომლებსაც ახალი გუნდის მოძებნა მოუწევთ. ინტერესი სამივე მათგანის მიმართ არის და აღნიშნულ მოთამაშეებს კლუბის ნახვა არ უნდა გაუჭირდეთ. 

 

ტურინში ფეხბურთელების გაშვებასთან ერთად მოყვანაზეც ფიქრობენ. ჯერ კიდევ ახალი ინფორმაციაა, რომ ანდრეა პირლოს 37 წლის ფაბიო კვალიარელას დამატება სურს. 

 

იუვენტუსი სერია ა-ში 37 ქულით მე-5 ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას მილანის წინააღმდეგ ჩაატარებს. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ბებერი ქალბატონის მეტოქე ლიონი იქნება.