რეკომენდაცია... ლოს-ანჯელეს გელექსი და ჩაკვეტაძე?

რა შუაშია ლოს-ანჯელეს გელექსი და გიორგი ჩაკვეტაძე? MLS-ის საიტზე ცნობილ ამერიკულ კლუბზე დაწერეს. აღნიშნეს, რომ გელექსის ძალიან დააკლდება არგენტინელი კრისტიან პავონი და მის ნაცვლად ორი კანდიდატი გამოარჩიეს: მესუთ იოზილი არსენალიდან და გიორგი ჩაკვეტაძე გენტიდან...

 

აი, რა წერია გიორგიზე. „დიდი შანსია, გელექსიმ უფრო ახალგაზრდა აირჩიოს, რათა განავითაროს, თავადაც ხეირი ნახოს და დიდ ფასად გაყიდოს. ჩაკვეტაძემ უკვე მოიპოვა სახელი ბელგიაში, ბოლო სეზონებში გამოირჩეოდა და სხვა გუნდების ყურადღება მიიპყრო“.

 

კიდევ რამდენიმე წინადადება წერია ქართველზე, თუმცა სიახლე არაფერი. ეს რეკომენდაციაა, გელექსისთვის ურიგო შენაძენი არ იქნებოდაო.

 

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესის გელექსიში სხვადასხვა დროს დევიდ ბექჰემი, სტივენ ჯერარდი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი თამაშობდნენ.

 

https://mlsmultiplex.com/2021/01/04/la-galaxy-two-players-sign-replace-cristian-pavon/

 

ცნობისთვის, ჩაკვეტაძეს ტრავმა ჯერ არ მოურჩენია და დიდი ალბათობით, თებერვლიდან ბოლოს, ან მარტში დაიწყებს თამაშს.