მეტი ამერიკა ინგლისში

პრემიერლიგაში ამერიკელი მეპატრონეების რაოდენობამ ბრიტანელებისას გაასწრო — ახლახან კორპორაციამ ALK Capital-მა ბარნლი იყიდა. აშშ-დან ინგლისში ჩასულმა ინვესტორებმა 200 მილიონი გირვანქა გადაიხადეს და კლუბის 84 პროცენტი შეიძინეს.

ახალმა თავმჯდომარე ალან პეისმა თქვა: „ჩვენ მზად ვართ საქმეში ჩავერთოთ და შონს დავეხმაროთ. მართალია, იმაში გასარკვევად, კერძოდ რა ტიპის დახმარებაა გასაწევი და კლუბი რა მიმართულებით უნდა განვითარდეს, გარკვეული დრო დაგვჭირდება, მაგრამ დახმარებას არ დავაყოვნებთ. მწვრთნელ შონ დაიკს გულდასმით ვაკვირდებოდით და მის თაყვანისმცემლებად ჩამოვყალიბდით. მწვრთნელისა და მისი ასისტენტებისთვის სტაბილური სამუშაო პირობების შექმნა ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია”.

 

Barnli dobio američkog vlasnika

 

მოკლედ, ახლა პრემიერლიგაში დარჩა სულ ექვსი კლუბი, რომელთაც სრულად ან ნაწილობრივ ფლობენ ბრიტანელები. ესენია, ბრაიტონი, ევერტონი, ნიუკასლი, ტოტენჰემი, ვესტ ჰემი და კრისტალ პალასი. ამათგან, კრისტალ პალასი ბრიტანელთა ნაწილობრივ მფლობელობაშია. ამერიკელებს კი პრემიერლგაში უკვე შვიდი კლუბი ჰყავთ.