რონალდ კუმანი: არ მომწონს სუარესზე ამდენს რომ მეკითხებით

რონალდუ კუმანს კიდევ ერთხელ ჰკითხეს ლუის სუარესის შესახებ, რომელმაც გუნდი ზაფხულში დატოვა და ატლეტიკოში გადავიდა. სუარესზე დასმული კითხვა ნიდერლანდელს აშკარად არ ესიამოვნა და მკვახე პასუხი გასცა. 

 

"ლუის სუარესი? არ მომწონს მის შესახებ ამდენს რომ მეკითხებით. მე დიდი პატივს ვცემ მას, თუმცა ჩვენ კვლავ გვყავს გუნდში კარგი ფორვარდები. 

 

გრიზმანი ძალიან მომწონს, თუმცა თერთმეტეულის დასახელებისას ისეთი ფორვარდები უნდა შევარჩიო, რომლებსაც 3 ნახევარმცველთან ერთად კარგად თამაში შეუძლიათ."-განაცხადა კუმანმა, რომელმაც ბარსელონა ზაფხულში ჩაიბარა. 

 

ბარსელონა ლა ლიგაში 28 ქულით მე-5 ადგილზეა და უახლოეს მატჩს დღეს ბილბაოს წინააღმდეგ გამართავს. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კატალონიელთა მეტოქე პსჟ გახლავთ.