ჟირუ იტალიურ გრანდებს სურთ

ოლივიე ჟირუ საკმაოდ მოთხოვნად ფორვარდად იქცა. იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას ინფორმაციით, მისი გადაბირება ინტერს და იუვენტუსს სურთ. მეტიც, იმავე სკირას ცნობით, ორივე გუნდის წარმომადგენლები ჟირუს აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და ფრანგის გადაბირებას ზამთარშივე შეეცდებიან. 

 

რაც შეეხება თავად ჟირუს პოზიციას, ფრანგს ჩელსის დატოვება სურდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და კვლავ ლონდონელთათვის უნდა თამაში. გეტყვით იმასაც, რომ მისით ინტერ მაიამიც არის დაინტერესებული, რომლის მფლობელიც დევიდ ბექჰემია. 

 

ჟირუ ჩელსიში 2018 წლის ზამთარში არსენალიდან გადავიდა. ამ სეზონში ფრანგი ფოვარდის ანგარიშზე 15 მატჩი და 9 გოლია.