ტოპ 5-ში წაუგებელი აღარავინაა (ვიდეო)

სერია ა-ს მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მილანმა იუვენტუსს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ტურინელთა მხრიდან 2 გოლი კიეზამ გაიტანა 1 მაკკეინიმ შეაგდო, შჩესნის კარი კი კალაბრიამ აიღო. 

 

გამომდინარე იქიდან, რომ მილანი ტოპ 5 ჩემპიონატში ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც ამ სეზონში ჩემპიონატში წაგება არ ჰქონდა, ამ მარცხით გუნდს წაუგებლის სტატუსი ჩამოერთვა. მარცხის მიუხედავად როსონერი ცხრილში 37 ქულით პირველ ადგილზეა, იუვენტუსი კი 30 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. 

 

მილანი მშვენიერ სეზონს ატარებს. როგორც უკვე გითხარით სერია ა-ში პირველზეა. პიოლის შეგირდები მომდევნო მატჩს ტორინოს წინააღმდეგ გამართავენ.