დანიელ მალდინიმ დაახლოებით 10 წუთი ითამაშა მილანი-იუვენტუსის მატჩში (1:3), თავის გუნდს ვერაფერი უშველა, მაგრამ ისტორიული ფაქტი კი დააფიქსირა: ეს მალდინების დინასტიის მე-1000 თამაში იყო მილანის მაისურით...
ბაბუა ჩეზარეს 347 მატჩი მოუგროვდა, მერე პაოლოს 647 და აი, დანიელს ჯერჯერობით - 6. და ეს მხოლოდ სერია ა-ში.
პაოლო და ჩეზარე მცველები იყვნენ, დანიელი კი თავდამსხმელია... ჯერ 19 წლისაა. ვერ ბრწყინავს, მაგრამ ყველაფერი წინ აქვს.
რამდენიმე დღის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იხუმრა: „პაოლო მალდინისთან ერთად ვითამაშე, დანიელთან ერთად ახლა ვთამაშობ და აი, დანიელეს შვილთანაც თუ მომიწევს, მშვენიერი იქნება“.