რამოსს მსურველი შეემატა

სერხიო რამოსს მსურველი შეემატა. El Chuigintaro-ს ინფორმაციით, მისი დამატება ლივერპულს და პირადად იურგენ კლოპს სურს. მოგეხსენებათ ვან დეიკს სერიოზული ტრავმა აქვს და გუნდს ამ მიზეზით ვერც ჯო გომესი ეხმარება. ლივერპულელები რამოსის დამატებას ზამთარშივე შეეცდებიან. 

 

არახალია, რომ რამოსის ირგვლივ დიდი ამბებია. 34 წლის მცველს რეალთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მადრიდელები მას 1 წლიან ხელშეკრულებას სთავაზობებენ, ფეხბურთელი კი 2 წლიანს ითხოვს. სათქმელია, რომ ბლანკოსის კაპიტნის დამატება სიტის და პსჟ-საც სურთ. 

 

რამოსი რეალში 2005 წელს სევილიადან გადავიდა და უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 4 თასი. ამ სეზონში ფეხბურთელმა 16 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.