88 შეხება წყლის ზედაპირზე [VIDEO]

ერთხელ მაინც ყველას გვიცდია ნაპირიდან ნასროლი ქვა წყლის ზედაპირზე გაგვესრიალებინა. რაც უფრო დიდ ხანს და მეტი შეხებით გაივლიდა ქვა წყალზე, მით უფრო შტამბეჭდავად ითლებოდა შედეგი. სხვადასხვა ქვეყნებში ამ აქტივობას სერიოზული სახე ეძლევა - ტარდება ოფიციალური შეჯიბრებები. ამ შეჯიბრებების დროს ბევრი ეფექტური შედეგი დაფიქსირებულა, თუმცა კურტ შტეინერის რეკორდი სხვა განზომილებაა - მან მოახერხა და მისი ნასროლი ქვა 88-ჯერ შეეხო წყლის ზედაპირს. ერთი შეხედვით ეს მეგობრის მიერ მოყოლილ, გაზვიადებულ ამბავს ჰგავს, თუმცა ვიდეომასალა ამ შედეგის ავთენტურობაში გვარწმუნებს.