პერესი ძიებას განაგრძობს - ვინ შეცვლის ზიდანს ?

ესპანური AS-ის ინფორმაციით ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანის ამჟამინდელი მუშაობით კმაყოფილი არ არის და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ფარულად მის შემცვლელზეც კი ფიქრობს, ამავე გამოცემის ინფორმაციით ფლორენტიოს ფავორიტი მადრიდელთა კიდევ ერთი ლეგენდა - რაულ გონსალეს ბლანკოა, ლეგენდარული შვიდიანი ამჟამად სამეფო კლუბის ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელია, გასულ სეზონში კი გუნდთან ერთად ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებული გახდა.

 

მადრიდელები ლა ლიგაში მეორე ადგილზე არიან და "ატლეტიკოსთან" ტიტულის მოსაპოვებელი მთავარი ბრძოლები წინ აქცთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მძიმედ დაძლევის შემდეგ კი 1/8 ფინალში ბერგამოს "ატალანტას" დაუპირისპირდებიან.

giorgi ratiani 08 იანვარი 2021 -17:16