მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანული საფეხბურთო სოციალური მედიის მეფეა

გერმანულ ენაზე მსოფლიოშ მილიონობით ადამიანი საუბრობს, ამავე ქვეყნის საფეხბურთო კლუბები სოციალ მედიას იდეალურად იყენებენ, განსხვავებული და ორიგინალური ქონთენთის გარდა, ინფორმაციულობის მხრივ ბუნდესლიგური კლუბები ერთ–ერთ მოწინავეები არიან. გარდა ამისა ახალი შესაძლებლობების, გულშემატკივრების ზრდისა და სხვა სეგმენტებზე გასვლის გამო გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით რამდენიმე წლის წინ კლუბებმა საკუთარი გვერდები და სოციალური მედიის ანგარიშები სხვადასხვა ენებზე გაუშვეს, საცდელმა ვერსიამ კლუბების უმრავლესობის შემთხვევაში იმუშავა.

 

გერმანული საფეხბურთო სოციალური მედიის მეფე მიუნხენის „ბაიერნია“, ბავარიელები მშობლიურ ენაზე ფუნქციონირებადი ფეისბუქის გვერდის გარდა, ამავე შინაარსის სხვა გვერდებს ინგლისურ, ესპანურ და არაბულ ენებზე აქტიურად ამუშავებენ. ფეისბუქის გარდა გარკვეული ქონთენთის წარმოების დროს იგივე პრინციპი ვრცელდება მათ თვითერისა და ინსტაგრამის ანგარიშებზე. სოციალური მედიის მიმართულებით ყველა რეკორდი და ჯილდო, როგორც წესი სეზონის ბოლოს მიუნხენელებს რჩებათ ხოლმე.

 

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი რომ მიუხედავად ბავარიელთა დომინაციისა, ფეისბუქ პლატფორმას მათზე მეტ ენაზე სამი სხვა კლუბი აწარმოებს. კონკრეტულად ამ კუთხით ფრანკფურტის „აინტრახტი“, „ვოლფსბურგი“ და მიონხენგლადბახის „ბორუსია“ გამოირჩევიან.

 

არიან კლუბები რომელიც მხოლოდ მშობლიური გერმანული ენით პოზიციონირებენ.

 

 

რაც შეეხება ქართულ საფეხბურთ სოციალური მედიის სივრცეს, თბილისის „დინამო“, „საბურთალო“ და თბილისის „ლოკომოტივი“ ქართულის გარდა სოციალური მედიის გვერდებს ინგლისურ ენაზეც მართავენ.

giorgi ratiani 08 იანვარი 2021 -17:27