ჰუმელსი და მსოფლიოს ყველაზე სექსუალური სპორტსმენი ქალი (Video+Photo)

 

 

მატს ჰუმელსმა გერმანელ მძლეოსან გოგონასთან, ალისა შმიდტთან ერთად ივარჯიშა. ალისა შმიდტი მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ სპორტსმენ ქალად არის აღიარებული- Busted coverage-ს ვერსიით, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში. ალისია 22 წლისაა და დორტმუნდის ფეხბურთელებთან პირველად არ ვარჯიშობს, მეტიც, შარშან ცოტა ხნით ამ კლუბში მუშაობდა კიდეც ერთ-ერთ ფიტნეს-მწვრთნელად. ალისა საშუალო დისტანციაზე მორბენალია. დორტმუნდელი ფეხბურთელები ამბობდნენ, რომ ალისია შმიდტმა მათ საბრძოლო განწყობა აუმაღლა.

 

ამჯერადაც, ჰუმელსმა და შმიდტმა დორტმუნდის Youtube არხის პროგრამაში („შეინარჩუნე ფორმა“) საჩვენებელი ვარჯიში მოაწყვეს: რამდენიმე მარტივი და ასევე ეფექტური ილეთი გააკეთეს.

 

ალისია ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში, თუმცა აცხადებს, რომ პირველ ადგილზე სპორტს აყენებს.

 

„ფოტოსესიები და მსგავსი რაღაცეები კი მეორეხარისხოვანია. ამას მხოლოდ მაშინ ვთანხმდები, როცა სპორტული კუთხით ხელს არ მიშლის“.


 

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=16DmGW-snJo&feature=emb_title