ლებრონი სტუმარია

დიდი შანსია, რომ ლებრონ ჯეიმსმა კარიერა ყველაზე მეტი ქულით დაამთავროს. ისტორიაში. NBA-ს ისტორიაში.

ლებრონი გადაუჯოკრავს ქარიმ აბდულ-ჯაბარს. ეს ასე იქნება.

და, ჯეიმსს მხოლოდ 13 50-ქულიანი ჩეხვა აქვს.

რეგულარულის და ფლეი ოფის ჩათვლით. და, ერთი - ფინალში. წაგებულ ჩეხვაში გოლდენ სტეიტთან. გახსოვთ ალბათ...

უილტ ჩემბერლენი პირველზე ზის - 118 იდენტური მატჩი (!).

შემდეგ მოდიან - მაიკლ ჯორდანი (31), კობი ბრაიანტი (25) და ჯეიმს ჰარდენი (23).

და, ყველაზე დიდი კაიფი? ჯეიმსის ამ ცამეტი გარჩევიდან მხოლოდ 1 მოდის საკუთარრ დარბაზზე. 2014 წლის 3 მარტს ლებრონმა 62 ქულა მაიამიში დაირტყა. დანარჩენები - გასვლაზე.

ლებრონი ისტორიას უახლოვდება.

ჯეიმსი გახდება პირველი (და, იდეაში, ერთადერთი) მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელიც კარიერას (სულ მცირე) 10 000 მოხსნით, 10 000 პასით და 30 000 ქულით დახურავს.

 

ქულებში.  1. ქარიმი 38 387, 2. კარლ მელოუნი - 36 928, 3. ლებრონი - 34 487.

 

პასებში. 1. ჯონ სტოქტონი - 15 806, 2. ჯეისონ კიდი - 12 091, 8. ლებრონი - 9 424.

 

მოხსნებში ჯეიმსს უკვე 9 489 აქვს.

კლასიკა.