მარგველაშვილი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

საბურთალოს კაპიტანი გაგი მარგველაშვილი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს. 24 წლის ცენტრალური მცველი ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეზოკოვეშდის ღირსებას დაიცავს. მოგეხსენებათ ამ გუნდში 2 ქართველი უკვე ირიცხება. წინა წლის ზაფხულში უნგრელებმა ლუკა ლაკვეხელიანი დაიმატეს, რამდენიმე დღის წინ კი ნოდარ ქავთარაძე. გარდა ამისა მეზოკოვეშდის ღირსებას ბუდუ ზივზივაძეც იცავდა. 

 

მარგველაშვილი საბურთალოს აღზრდილია და მთელი კარიერაა ამ გუნდისთვის ირჯება, ბოლო პერიოდი კი თბილისელთა კაპიტანი გახლდათ. გაგიმ საბურთალოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო. 

 

მეზოკოვეშდი უნგრეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა. წინა სეზონში გუნდმა მე-4 ადგილი დაიკავა. 

 

ფოტო: fcsaburtalo.ge