ფანები ლამპარდს ენდობიან (ფოტო)

ფრენკ ლამპარდს ჩელსიში საქმე არცთუ ისე კარგად მისდის. ბრიტანულმა გრანდმა ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 3-ჯერ დამარცხდა, პრემიერლიგაში კი მე-9 ადგილს იკავებს. ამ ყველაფრის ფონზე ბევრი იწერება ლამპარდის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით. 

 

როგორც გაირკვა, ფანები მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ბანერის ფოტო, რომლითაც ინგლისელისადმი ნდობას გამოხატავენ. ბანერს მალე სტემფორდ ბრიჯის ტრიბუნებზე გამოფენენ. ეს ბანერი და ზოგადად ეს მხარდაჭერა ფრენკისთვის დიდი სტიმული უნდა იყოს. 

 

 

როგორც უკვე გითხარით, ჩელსი პრემიერლიგაში მე-9 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი ლონდონელები ატლეტიკოს დაუპირისპირდებიან.