პოჩეტინომ ბრესტი დაანგრია და აგუერო დაინახა

ფრანგულმა პარი სენ ჟერმენმა წუხელ ბრესტი 3:0 დაანგრია. ეს ახალი მწვრთნელის, არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოსთვის პირველი სამქულიანი შეხვედრა გახლდათ. ნამატჩევს ფეხბურთელებისადმი საქებარი სიტყვების გარდა პარიზელთა თავკაცმა სავარაუდო ტრანსფერებზეც თქვა და ცოტაც ინტრიგა დატოვა. დიდი შანსია,  რომ პარი სენ ჟერმენის პირველი შენაძენი მწვრთნელის თანამემამულე არგენტინელი ვარსკვლავი იყოს - არა ლეო მესი, არამედ მან. სიტის 32 წლის ფორვარდი სერხიო აგუეროს. მისი შეძენით პოჩეტინო მხოლოდ ჩინებულ თავდამსხმელს კი არ დაიმატებს, არამედ მესის მისატყუებლად ხელსაყრელ გარემოს მოაწყობს.

 

Premier League » News » Man City's Aguero set for FA Cup return

 

თუმც ამბობენ, რომ აგუეროს შეძენით „იუვენტუსიც” არის დაინტერესებული.

სიტისთან კონტრაქტის ვადა აგუეროს მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. არგენტინელი პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, რომელსაც ბოლო თვეებში ტრავმები შემოეჩვია და პეპ გვარდიოლა სამარქაფოდღა იყენებს.