ტორონტოს ფეხში ესროლეს

კლიპერსმა კარგი მოთამაშე დაირტყა. სერჟ იბაკამ გუნდს სიმაღლე, გამოცდილება და კლასი მისცა. სერჟი ასრულებს. სერჟი ძალიან სასარგებლოა.

კლიპერსი რჩება ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატად. უბრალოდ, შარშანდელისგან განსხვავებით, სიტყვა „ფავორიტი“ შეცვალა „კანდიდატმა“. ხდება ხოლმე. როდესაც სერიას 3:1-დან აგებ.

იბაკას დავუბრუნდეთ.

31 წლის მოთამაშეს ტორონტოში დარჩენა სურდა. მართლა მაგრად უნდოდა. და, ტორონტომ ვერ გარისკა. 30+ წლის მეომარი ერთ სეზონში 15 მილიონ დოლარს ითხოვდა. ტორონტოს ბოსმა მასაი უჯირიმ ეს ნაბიჯი არ გადადგა.

ტორონტომ სერჟს ერთწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა. გარკვეული ბონუსებით. 12 მილიონ დოლარად. და, მოთამაშემ გუნდს ხელი არ ჩაურტყა.

იბაკას მხარემ გაშანსა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ტორონტო ცდილობდა სერჟზე თანხის დაზოგვას, რომ მაქსიმალური კონტრაქტი მარკ გასოლისთვის შეეთავაზებინა.

იბაკამ ამ ინფორმაციის შემდეგ. უბრალოდ, დისტანცია დაიჭირა ტორონტოსთან. გუნდმა სცადა მაღალი ბიჭის შენარჩუნება და უკეთესი პირობა გაუშვა - 1 სეზონი და 14 მილიონი.

უბრალოდ, სერჟს ნდობა დაკარგული ჰქონდა. და, ტორონტო დარჩა ძალიან კარგი ფორვარდის გარეშე.

 

*****

 

პროცესში, უკვე გასოლის ბანაკმა მიიღო ინფორმაცია სერჟის სიტუაციასთან დაკავშირებით. ესპანელის წრემაც მოტეხა ინტერესებიდან ტორონტო.

და, რეპტორზი, რომელიც ფულის დაზოგვით ორივე მაღალი ვარსკვლავის შენარჩუნებას ჩალიჩობდა, დარჩა მარკის და სერჟის გარეშე.

სერჟმა მომენტალურად დაიწყო მოლაპარაკეა კლიპერსთან. საბოლოოდ, იბაკამ წააგო კუშით (2 სეზონში 19 მილიონი), მაგრამ კიდევ ერთხელ დაიწყებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის..

და, გასოლი გადავიდა ლეიკერსში.

ლოს ანჯელესმა დაძირა ტორონტო, რომელსაც წელს ფლეი ოფში გასვლა გაუჭირდება.

იბაკა შარშან 15.4 ქულაზე გავიდა, რაც სერჟის ახალი რეკორდია.

ტორონტომ ვერ გათვალა.

ტორონტო დაჭრილია.