ფავორიტების შავი დღე

სენსაციები მელბურნში

მელბურნში მიმდინარე წლის პირველი დიდი სლემის მეოთხე წრე სენსაციებით დაიწყო. მოულოდნელი შედეგები განსაკუთრებით ქალთა ერთეულთა თანრიგში დაფიქსირდა. ტურნირს დაემშვიდობნენ მარია შარაპოვა და ანჟელიკ კერბერი.

 

რუსი ლამაზმანი მასპინძელ ეშლი ბარტისთან დამარცხდა. მესამე წრეში შარაპოვას მიერ მოქმედი ჩემპიონის, კაროლინ ვოზნიაცკის დამარცხების შემდეგ, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ რუსი ლამაზმანი ახალგაზრდა ავსტრალიელ ჩოგბურთელთან წააგებდა, თუმცა ბარტიმ - 4:6, 6:1, 6:4 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

 

„არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო. გადაჭედილ როდ ლეივერის სახელობის კორტზე, მითუმეტეს ასეთი მაღალი დონის ჩოგბურთელის წინააღმდეგ არასოდეს მითამაშია. თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ, რადგან გამარჯვება შევძელი“ - იტყვის ეშლი ბარტი მოგვიანებით.

 

უფრო სენსაციური იყო მსოფლიოს მეორე ჩოგნის, ანჟელიკ კერბერის მარცხი. ავსტრალიის ღია პირველობის შარშანწინდელი ჩემპიონი ამერიკელ დანიელა კოლინზთან განადგურდა, რომელიც რეიტინგის 35-ე ნომერია.

 

წაგებაცაა და წაგებაც. კერბერმა მეტოქეს ოდენ ორი გეიმი აართვა და - 0:6, 2:6 შერცხვა.

 

ეშლი ბარტი მეოთხედფინალში პეტრა კვიტოვას დაუპირისპირდება, ხოლო კოლინზი სლოენ სტივენსსა და ანასტასია პავლუჩენკოვას შორის გამარჯვებულს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.