იკერი: "დონარუმა უფრო დიდი ტრადიციის გუნდში უნდა თამაშობდეს"

კასილასი სკანდალში გაეხვა და ბოდიშის მოხდაც მოუწია. ევროპულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ დონარუმას ჩელსი და პსჟ ეპატიჟება, რაზეც იკერმა კომენტარი ტვიტერში გააკეთა

 

"ჩემი აზრით, დონარუმა ისეთ გუნდში უნდა თამაშობდეს, რომელსაც მეტი ტრადიცია აქვს"

 

ლეგენდარულ მეკარეს მილანის გულშემატკივრებმა მაშინვე შეუტიეს, რასაც კიდევ ერთი პოსტი მოჰყვა

 

"რაც დავწერე, დონარუმამ უფრო დიდი ტრადიციის გუნდში უნდა ითამაშოსო, შემეშალა. მილანს ტრადიცია აქვს. ვიგულისხმე, რომ ჯიჯიო ისეთ გუნდში უნდა წავიდეს, ევროპაში ახლა რომ დომინირებს"