ახალი რონალდუ და ბენზემა სასამართლოში

პამპლონაში, სადაც რეალმა ოსასუნასთან უგოლოდ ითამაშა, გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ზინედინ ზიდანს რეალის გულშემატკივრის საწუხარზე ჰკითხეს: სერხიო რამოსისა და კლუბის მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება, კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად მადრიდელთა კიდევ ერთმა დიდმა ვარსკვლავმა დატოვოს „ლოს ბლანკოსი”.

„მივიღებთ თუ არა მორიგ რონალდუსმაგვარ შემთხვევას? ვერ გეტყვით. არ ვიცი რა ბედი ეწევა რამოსს. ჯერჯერობით, ის ჩვენთან არის და ყველანი ჩემპიონობაზე ვართ კონცენტრირებული”.

 

It was not a football match' - Zidane fumes over decision to allow Real  Madrid game at Osasuna to go ahead | Goal.com

 

შემდეგ ზიდანს ქარიმ ბენზემას შესახებაც ჰკითხეს. თავდამსხმელი კარგ ფორმაშია, მაგრამ მატიე ვალბუენას შანტაშის გახმაურებული საქმის გამო კვლავ სასამართლოში იბარებენ.

მწვრთნელმა თქვა: „ქარიმს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს. აშკარაა, რომ ის რთულ დღეშია, მაგრამ მაინც ახერხებს საქმეზე კონცენტრაციას. ბენზემა ბევრს მუშაობს და თამაშით სიამოვნებას იღებს”.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანს კოვიდ ტესტი ჩაუტარეს. ტესტის პასუხი იყო უარყოფითია.