შიმშილის თამაშები: სან ანტონიო, დალასი, ნიუ იორკი

ზაკ ლავინი ჩიკაგო ბულზის ვარსკვლავია. ზაკ ლავინი უკვე ლიგის ვარსკვლავია.

სოლიდური შეტევა და სოლიდური სტატისტიკა (26.0 ქულა, 4.9 მოხსნა, 4.4 პასი). უკეთესი ლიდერი. წინა, თუნდაც, შარშანდელ ლავინთან შედარებით.

და, ეს ბულზი ვერ შევა ფლეი ოფში. და, ეს არის ბოლო წლების ყველაზე საინტერესო ბულზი. ბევრი კარგი ახალგაზრდა ბიჭით და ლავინის არარეალური ფიზიკური შესაძლებლობებით.

ზაკი ვარსკვლავია, მაგრამ ლავინს არ აირჩევენ აღმოსავლეთში ბრედლი ბილზე, რასელ უესთბრუქზე, მისტერ სიმონსზე, ტრე იანგზე წინ.

და, ლავინს ემატება წლები. გამოცდილებასთან ერთად, მაგრამ ჩიკაგო ზაკისთვის მინუსია.

და, ბულზი ლავინში კარგ კომპენსაციას მიიღებს.

სამი ყველაზე რეალური ვარიანტი.

 

*****

 

ნიუ იორკი

ნიქსი ეძებს იდეალურ პარტნიორს უკანა ხაზში არჯეი ბარეტისთვის. ლავინი აქ ქაჩავს. და, ნიქსი სიამოვნებით მისცემს ჩიკაგოს დენის სმიტ უმცროსს, შემდეგი ორი დრაფტის პირველი წრის არჩევანს და უმნიშვნელო ფინანსურ კომპენსაციას.

 

დალასი

აზრზე ხართ, ლავინი და ლუკა დონჩიჩი ერთად?!

ნაპალმი, საგიჟეთი და ყველაზე მაგარი სლოგანი ლიგაში - The Future Belongs To The Mad! რეალურად, ლუკას დაუნდობელ პარტნიორს აჩუქებენ. და, ჩიკაგო მიიღებს ტიმ ჰარდევეი უმცროსს, ჯეილენ ბრანსონს და შემდეგი სეზონის პირველი რაუნდის პიკს. მშვენიერი ვარიანტია.

 

სან ანტონიო

აქ, ეს ყველაზე მაგარი ვარიანტია. გრეგი თავისი რკინის დისციპლინით და ფსიქოპატი ზაკი ერთ გუნდში! უკვე ასწორებს, უკვე მოაქვს!

და, სპერსი მზად არის გაუშვას კარგი მოხუცი პატი მილსი და რამდენიმე დრაფტ-არჩევანი.

ველოდებით ბულზის პასუხს.