ჰოვარდი ჰაკიმზე წინ და, ეს უკვე Fuckტია

დუაიტ ჰოვარდი ლეგენდა უნდა ყოფილიყო.

მოუზეს მელოუნის სხეული, ჩარლზ ბარკლის სიჯიუტე, უეს ანსელდის გამტანობა - ჰოვარდი ამ კომპონენტებით ქმნიდა შიშს.

და, ჰოვარდი დაეშვა. დუაიტმა რამდენიმე ფენომენალური სეზონი გლიჯა და დუაიტი მორჩა. ჰოვარდი ნელ-ნელა უახლოვდება იმ კომფორტულ სავარძელს, რომელშიც კარიერის დასრულების შემდეგ ეშვებიან.

და, პროცესში, ჰოვარდი რამდენიმე რეკორდის გაუმჯობესებას ასწრებს, მოასწრებს.

მოხსნებში ჰოვარდმა ჰაკიმ ოლაჯუონს გადაუჯოკრა.

ზოგადად, ცოტა არ მოსულა, როდესაც ვამბობთ, რომ დუაიტმა ჰაკიმს გადაუჯოკრა, მაგრამ ეს უკვე ფაქტია.

ჰაკიმს კარიერაში 13 748 მოხსნა აქვს. დუაიტს, უკვე - 13 749. ყველა დროის მეცამეტე შედეგი. ძალიან დიდი პატივი ჰოვარდისთვის.

დღეს, დუაიტი ფილადელფიაში დგას. და, ჯოელ ემბიდს ასვენებს.

დენვერთან წაგებულ ჩეხვაში ჰოვარდმა 11+11 დასვა.

ჰოვარდზე წინ მოხსნებში ზის უეს ანსელდიც - 13 769. ალბათ, ორი კვირის თემაა.

ლიდერები - უილტ ჩემბერლენი (23 924) და ბილ რასელი (21 620).

ჰოვარდმა რომ ყველა მოხსნაზე დავი თქვას, ამ ორს ვერ დაუქაჩავს.