რეალმა ანტირეკორდი გაიმეორა - როცა რონალდუ აღარ გყავს

მადრიდის რეალმა 2020 წელს 91 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით სამეფო გუნდმა 15 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა. ამ თემაზე AS-მა კვლევა ჩაატარა და დაწერა, რომ რეალის შედეგის გაუარესება კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლასთანაა დაკავშირებული. პორტუგალიელმა რეალი 2018 წელს დატოვა და იმ წელს სამეფო გუნდმა 142 ბურთი შეაგდო, 2019-ში 100, 2020-ში კი როგორც უკვე გითხარით 91. 

 

რეალმა შარშან ლა ლიგა მოიგო, ჩემპიონთა ლიგას კი 1/8 ფინალში მანჩესტერ სიტისთან მარცხის შემდეგ დაემშვიდობა. გუნდს არცთუ ისე სახარბიელო ფინანსური სიტუაცია აქვს, რის გამოც ზამთარში სავარაუდოდ  ფეხბურთელებს არ შეიძენს, სამაგიეროდ დიდი ალბათობით რეალს მარსელო და ისკო დატოვებენ. 

 

ზიდანის შეგირდები ლა ლიგაში 37 ქულით მე-2 ადგილზე არიან და ლიდერ ატლეტიკოს ქულით ჩამორჩებიან, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში რეალი ატალანტას შეხვდება.