"ტოტენჰემმა" ქვედალიგელ მეტოქეს საკუთარი ფორმების სრული კომპლექტაცია აჩუქა

ინგლისის თასის მატჩში ქვედალიგელთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, "ტოტენჰემის" ფეხბურთელებთან მაისურების გაცვლის სურვილით მოსული მეტოქე გუნდის ფეხბურთელები იმედგაცრუებულები დარჩნენ, რადგან კოვიდ რეგულაციების შესაბამისად მატჩის შემდგომ ფეხბურთელებს შორის მაისურების გაცვლა აკრძალულია, შესაბამისად სიმბოლური და ისტორიული სუვენირის გარეშე დარჩენილი დამარცხებულები კიდევ უფრო დამწუხრდნენ. თუმდა "დეზებმა" სასიამოვნო ნაბიჯი გადადგეს და მეორე დღეს მეტოქეს მათი ყველა ფეხბურთელის სრული სათამაშო ეკიპირება საჩუქრად გაუგზავნეს, როგორც ინგლისურ მედიაში იწერება ინიციატივის ავტორი ჟოზე მოურინიო იყო.

giorgi ratiani 11 იანვარი 2021 -16:48