ჰარი ჰარალე...

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე სეზონი ტოტენჰემის კაპიტნისთვის, ჰარი კეინისთვის კარიერაში საუკეთესოა . ასე ამბობენ ბრიტანელი ფეხბურთის მცოდნეები. აქამდე მას შემტევად, გოლების მანქანად ვიცნობდით, მაგრამ სეზონის წინ მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ პოზიცია შეუცავლა, ოდნავ ცენტრისკენ დასწია და გულშემატკივრებმა ახალი კეინი აღმოაჩინეს. თურმე მას გამთამაშებლობაც ჩინებულად შეძლებია და კორეელ სონთან ისეთი დუეტი შექმნა, მტრისას.

დღეს ყველა აღნიშნავს მის შესანინსნავ ფიზიკურ ფორმას, ათლეტურ აღნაგობას, თუმცა ყოვეოთვის ასე არ ყოფილა, ჰარი ბავშვობაში ერთობ პუტკუნა ყმაწვილი იყო და ყოველთვის ზედმეტი წონა ჰქონდა, ამიტომ დიდ ხანს არსად აჩერებდნენ.

 

Shirt numbers available for Harry Kane at Manchester United - Sports Mole

 

ასე მოხდა არსენალში, რომლის აკადემიაშიც მხოლოდ ერთ წელიწადს გააჩერეს და კლუბის ინიციატივით დაემშვიდობნენ.

აკადემიის ყოფილი თავკაცი, ლაიამ ბრეიდი იხსენებს: „სამწუხაროდ ჰარი ზედმეტი წონის გამო გავრიცხეთ. მოსუქებული გახლდათ და სხარტი მოძრაობა უჭირდა. ვიფიქრეთ, რომ დიდ ფეხბურთში პერსპექტივა არ ჰქონდა, მაგრამ მწარედ შევცდით.“

მსგავსი პრობლემები აწუხებდა უკვე წამოზრდილსაც. ლესტერში მხოლოდ ნახევარ წელიწადს გააჩერეს, მწვრთნელთან ნაიჯელ პირსინთან კი ურთიერთობა ისე დაეძაბა, რომ კონფლიქტამდეც კი მივიდა. მიზეზი - ჭარბი წონა.

„ვერ ვიტყვი, რომ ჰარის ღიპი ჰქონდა. მაგრამ ყოველთვის ჭარბწონიანი იყო. სისწრაფითაც არ გამოირჩეოდა. არადა, ტარანის ტიპის ფორვარდი მჭირდებოდა. ის აშკარად ნიჭიერი მოთამაშე გახლდათ, მაგრამ წონის გამო საერთო ენა ვერ გამოვნახეთ,“ - იხსენებს პირსონი.

 

The frightening Harry Kane stats that show his improvement on last term -  Planet Football

 

ლესტერიდან წამოსვლის შემდეგ, კეინმა სერიოზულად დაიწყო ფიზიკურ ფორმაზე ზრუნვა და ამაში მეუღლე დიდად დაეხმარა,

ჰარი და ქეთი ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს. ერთ სკოლაში დადიოდნენ. ძნელბედობისასაც ქეთი ერთი წამით არ შორდებოდა რჩეულს.

კეინი ამბობს: „ქეთი პროფესიით ფიტნეს-ინსტრუქტორია. ამიტომ სავალდებულო ვარჯიშებს ის მაკეთებინებს ხოლმე. ნამდვილი გადარეულია, შინ ტკიბლეულსაც მიმალავდა ხოლმე. მგონი მერე ჩუმ-ჩუმად თავად ახრამუნებდა. მაგრამ ამან მთავარი როლი ითამაშა ჩემს გახდომასა და ფიზიკური გამძლეობის მომატებაში.“

ამას წინებზე მოურინიუმ კეინს ტოტენჰემის ყველაზე ათლეტური ფეხბურთელი უწოდა. ეს კი დაუღალავი შრომისა და გამძლეობის ნაყოფია.

მისი ყოფილი თანაგუნდელი დენი როუზი იხსენებს: „ყოველ დილით ბაზაზე 9 საათისთვის მივდივართ. კეინი დაახლოებით ერთი საათით ადრე მიდის და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. როცა მწვრთნელი სირბილს დაგვავალებს ჰარი ყოველთვის პირველია. ძალიან ბევრს მუშაობს და ვერ იტანს წაგებას. ერთხელ, ორმხრივი თამაშისას, უგო ლორისმა იოლი ბურთი გაუშვა, ისეთი დაუყვირა ყველამ პირი დავაღეთ. შოკში იყო უგოც.“

 

Mourinho hits back at 'Gary' Southgate over Kane plans - Football News -

 

დიდ ყურადღებას აქცევს კოორდინაციის საკითხს. კვირაში ორ-სამჯერ კრივის მწვრთნელთან დადის, ამბობს ფეხბურთში ძალიან მეხმარებაო.

ტოტენჰენის ანალიტიკოსებს სთხოვა, ყოველი მატჩის შემდეგ მისი მოქმედების დაწვრილებითი ანალიზი მიაწოდონ ვიდეოთი და კომენტარებით.

2017 წელს გარეთ საუთგეიტმა ჰარი ინგლისის ნაკრების დროებით კაპიტნად დანიშნა. ამან მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და საქმეს კიდევ უფრო მონდომებით მიუდგა, შეცვალა კვების რაციონიც. გაიცნო მზარეული, რომელიც ადრე ბრიტანეთის ნაკრების მძლეოსნებს ავარჯიშებდა. მზარეულმა მას ყოვედღიური კალორიების მკაცრად კონტროლი დაუდგინა. მაგალითად, დეკემბერში, როცა ჰარის მეტი მატჩების ჩატარება უწევს, ერთ საკვებს იღებს, რეაბილიტაციისა და ტრავმების დროს - მეორეს. დასვენებისას - მესამეს.

რაციონიდან  საერთოდ ამოიღო ტკბილეული და ალკოჰოლი. მსუყე საჭმელი და ფასტფუდი უყვარს, მაგრამ ამაზეც უარი თქვა.

 

Harry Kane's fiancée Kate Goodland: All we know about the love of Harry's  life | HELLO!

 

„მართალია, ადვილი არ არის, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ეს მაძლიერებს. უკვე რამდენიმე წელიწადია გარკვეული გეგმით ვცხოვრობ. შენი ორგანიზმი 100 პროცენტით მაშინ მუშაობს, როცა ეხმარები.

არ ვიცი, სად ვიქნებოდი დღეს, თავის დროზე გარკვეული გადაწყვეტილებები რომ არ მიმეღო,“ - ამბობს ჰარი.

ისე, ზოგიერთ ჩვენს „ვარსკვლავსაც“ არ აწყენდა ჰარის გამოცდილების გაზიარება. მაშინ, ეგებ, მაკედონიებთან მაინც აღარ წააგონ.