პოგბა მთავარ სატრანსფერო სამიზნედ იქცა

პოლ პოგბა პსჟ-ს მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ამის შესახებ ინფორმაცია Sky Sport-მა გაავრცელა. ამავე წყაროს ცნობით, ფრანგთა ახალი დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო გუნდის მესვეურებს შეხვდა და რამდენიმე ფეხბურთელის სია მისცა, რომლის შეძენაც სურს, სიაში კი პირველი სწორედ პოგბა წერია. არახალია, რომ პარიზელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლეო მესიცაა. 

 

პსჟ ლიგა 1-ში 39 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ლიონს ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პოჩეტინოს გუნდის მეტოქე ბარსელონა იქნება. 

 

რაც შეეხება პოგბას, არაერთხელ დაიწერა, რომ ფრანგს მანჩესტერის დატოვება სურს. პსჟ-ს გარდა მისი დამატება რეალს და იუვენტუსსაც აქვთ მოწადინებული.