გარდაიცვალა დავით ხახალეიშვილი

1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი; მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის მეორე (1991,93 წწ.) და ორგზის მესამე (1993, 95) პრიზიორი; ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993, 1996) და მესამე პრიზიორი (1990); მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში (1996, 97); სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991) და სსრკ ჩემპიონი (1991) ძიუდოში; დსთ-ის ჩემპიონი (1992); 2018 წელს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ხოლო 2003 წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი... დღეს მინსკის ერთერთ საავადმყოფოში დიდი ქართველი ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. 1992 წელს სწორედ ის იყო, ვინც პირველმა ირგუნა ოლიმპიური ოქრო და ვის საპატივცემულოდაც ქართული დროშო პირველად აღიმართა ფლაგშტოკზე... მაშინ საქართველო გაერთიანებული (დსთ) გუნდის სახელით გამოდიოდა, მაგრამ ჩვენებისთვის დროშა ქართული, შინდისფერი ფრიალებდა... მერე სხვა დიდი წარმატებებიც იყო... შარშანდელს აქეთ კი გულმა შეუტია და ვეღარ გაუძლო. გული საოპერაციო მაგიდაზე გაჩერდა. ვწუხვართ