ლევანდოვსკი-კლოპის ისტორია: ნუ ეცდები მის მოტყუებას, ძალიან ჭკვიანია

რობერტ ლევანდოვსკიმ იურგენ კლოპთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა. დორტმუნდში, სადაც სუპერგუნდი შექმნა კლოპომ, ორჯერ მიიყვანა ბუნდესჩემპიონობამდე და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ათამაშა.

 

„იურგენი ჩემთვის მამასავით იყო. მწვრთნელობის დროს ზოგჯერ ყველაფრის მცოდნე მასწავლებლად მეჩვენებოდა. მას არასდროს ავიწყდებოდა, რომ ჯერ ადამიანები ვიყავით და მერე ფეხბურთელები. ერთხელ გასახდელში ვიყავით. ყველა ფეხბურთელს გვქონდა კლასიკური ტრიუკი: თუ ღამით მცირე ალკოჰოლს ვსვამდით, მერე ბევრ ნიორს ვაყოლებდით, რომ დილით სასმელის სუნი არ გვქონოდა.

 

...კლოპი შემოვიდა, იქაურობა დაყნოსა და თქვა: „ააჰ, რაღაც ვიგრძენი. ნიორი გიჭამიათ“. ამას სასაცილოდ ამბობდა და ვხვდებოდით, რომ ის ყველაფერს მიხვდა. მერე ფეხბურთელებმა ერთმანეთს შევხედეთ და გაგვეცინა.

 

...აქედან მივიღე გაკვეთილი: ნუ ეცდები კლოპის მოტყუებას, ის ძალიან ჭკვიანია.

 

...პოლონეთიდან ჩასვლისას გერმანული ენა არ ვიცოდი და კლოპი დამეხმარა. ერთმანეთს ვენიძლავებოდით: ვარჯიშზე 10 გოლს თუ გავიტანდი, 50 ევროს მაძლევდა. თუ 10-მდე ვერ ავიდოდი, მე ვაძლევდი ფულს. თავიდან თითქმის სულ მე მიწევდა გადახდა, მერე კი სიტუაცია შეიცვალა. კლოპმა მითხრა: „კარგი, გვეყოფა! ახლა უკვე მზად ხარ!“ - წერს Liverpool Echo.