ლუკა დონჩიჩის კვირა

დალასი ზაკ ლავინს ელოდება. და, დალასი ჯერ ერთი მაგარი ბავშვის გუნდია.

ლუკა დონჩიჩი იქ სოლირებს.

ბოსტონში ზღაპრული სეზონი აქვს ჯეილენ ბრაუნს. და, ბოსტონიც ერთი კაცის გუნდია.

ბოსტონში კლავს ჯეისონ ტეიტუმი. კლასით, სროლით, რკინის ნერვებით.

დონჩიჩი და ჯეისონი ბოლო კვირის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ.

ამ ქაოსში რთულია რომელიმე კონკრეტული გუნდის ან - მოთამაშის პერსპექტივაზე საუბარი. მაინც, ვცადოთ რა...

დონჩიჩმა მძიმედ დაიწყო, პროცესში მოუმატა და დალასმა ბოლო კვირა სამიდან სამი მატჩის მოგებით აღნიშნა. და, ლუკა საკაიფო სტატისტიკას დებდა - 30.3 ქულა, 12. მოხსნა, 11.3 პასი. სამმაგი დუბლი. საშუალოდ. დონჩიჩს ოდნავ დასაგდები აქვს წონა, მაგრამ დონჩიჩი ამ წონითაც ამტვრევს ძვლებში. თითქმის ყველას.

ძალიან კარგი იყო ტეიტუმიც. ბოსტონმაც 3:0 დახურა კვირა. ბოსტონმა რამდენიმე ტრავმირენულის ფონზე ძალიან კარგად იყომარა. და, ეს ტეიტუმმა გააკეთა. ბიჭი საშუალოდ 33.0 ქულას, 5.3 მოხსნას და 2.7 პასს იღებდა. სადღაც, დონჩიჩზე ოდნავ მოკრძალებული მაჩვენებლები, მაგრამ ეს ტეიტუმია. რომელსაც აქვს თავისი როლი და ბიჭი ამ როლში იდეალურად შედის.

დალასს რთული სეზონი ექნება. დალასი ღრმა და მოქნილ კონფერენციაში ზის და რეალურად, დალასი არ არის ბევრზე უკეთესი გუნდი. თუნდაც, ჯადოსნური დონჩიჩით.

ბოსტონი დღეს ყველაზე კარგ კალათბურთს თამაშობს. აღმოსავლეთი გახდა უკეთესი, აღმოსავლეთი გახდა უფრო ღრმა, მაგრამ ბოსტონი გეგმით მიდის და ამ გეგმაში ჯოკერი ტეიტუმია.

დაუგეგემავი სირთულეებით გუნდები დააგდებენ ტემპს და, ალბათ, მოთამაშეებიც რეგრესზე გადავლენ, მაგარმ დღეს, საუკეთესოებად ეს ბიჭები დაასახელეს.

ლუკას და ჯეისონის კვირა.