არაბიძე კარიერას რუსეთში გააგრძელებს

22 წლის ფეხბურთელი გიორგი არაბიძე კარიერას ვოლგოგრადის როტორში გააგრძელებს. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი ხნით დაიცავს გიორგი როტორის ღირსებას. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი და ბექა მიქელთაძე თამაშობენ. 

 

არაბიძე ლოკომოტივის აღზრდილია, 2015 წლიდან იგი შახტარის ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა და რამდენიმე მატჩი მთავარ გუნდშიც ჩაატარა. 2018 წელს გიორგი პორტუგალიურ ნასიონალში გადავიდა, სადაც ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდა. პორტუგალიელებმა ჩვენებური თურქულ ადანასპორში გაანათხოვრეს, საიდანაც ნასიონალს დაუბრუნდა. 

 

არაბიძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს. მას ქვეყნის მთავარ გუნდშიც უთამაშია. საქართველოს ნაკრებში გიორგიმ 4 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ეს ყველაფერი 2017 წელს.