ანორთოსისმა მოიგო, ქვილითაიამ ისევ გაიტანა (ვიდეო)

თემურ ქეცბაიას დამოძღვრილმა ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში ნიქოზიის ოლიმპიაკოსი სტუმრად 3:0 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ ერთი გოლი გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა, რომელმაც პენალტი გაიტანა. ქვილითაია დაახლოებით 4 თვეა, რაც ანორთოსისის ფეხბურთელია და კვიპროსელთა მაისურით მე-11 ბურთი შეაგდო. 

 

 

რაც შეეხებათ ანორთოსისის სხვა ქართველებს, ბუბა დაუშვილმა და გიორგი ლორიამ თავიდან ბოლომდე ითამაშეს, თორნიკე ოქრიაშვილმა კი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. საერთოდაც ოქრიმ ბოლო ოფიციალური შეხვედრა ჩრდ. მაკედონიასთან ჩაატარა. 

 

ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატში 36 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ აპოლონს 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს გუნდი ნეა სალამისის წინააღმდეგ ჩაატარებს.