მადრიდში მოსული უხვი ნალექსი პრობლემატური აღმოჩნდა მადრიდის ატლეტიკოსთვის, უჩვეულო თოვლის გამო ზოგმა ფეხბურთელმა საკუთარი ავტომობოლი ავტოფარეხიდანაც კი ვერ დაძრა, კლუბის გადაწყვეტილებით მოთამაშეები გუნდურად უნდა გამოცხადებულიყვნენ სავარჯიშო პროცესში, შესაბამისად იანიკ ფერეირა კარასკოს, ტომი ლემარს და სიმე ვრშალკოს ერთად გადაადგილება მოუწიათ, შესაბამისი ავტომობილის არ არსებობის გამო კარასკომ მეზობლისგან 1980 წელს გამოშვებული ფიატ პანდა ითხოვა, რადგან მანქანა თოვლიან გზაზე კარგად მანევრირებს. ფეხბურთელების გადაადგილება და სავარჯიშო მოედნამდე მისვლა ძალიან სახალისო პროცესი გამოდგა.