პსჟ-ში მბაპეს გაყიდვაზე ფიქრობენ

კილიან მბაპემ მომავალი სეზონი შესაძლოა ახალ გუნდში დაიწყოს. AS-ის ინფორმაციით, პსჟ-ს მესვეურები მის გაყიდვაზე ფიქრობენ. საქმე იმაშია, რომ მაურისიო პოჩეტინოს პსჟ-ში ლეო მესის, პოლ პოგბას და სერხიო აგუეროს მიყვანა სურს, რაც ცხადია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. AS-ში ისიც დაიწერა, რომ პსჟ შესაძლოა ნეიმარმაც დატოვოს. 

 

მბაპე პსჟ-ში 2017 წელს მონაკოდან გადავიდა და დღეს მეგავარსკვლავის სტატუსით სარგებლობს. მისი დამატება ყველაზე მეტად მადრიდის რეალს სურს. სამეფო გუნდში თამაშის სურვილს არც თავად ფეხბურთელი მალავს. ამ სეზონში მბაპემ 20 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. 

 

რაც შეეხება პსჟ-ს ამჟამინდელ მდგომარეობას, მოგეხსენებათ რამდენიმე კვირის წინ გუნდი მაურისიო პოჩეტინომ ჩაიბარა. პარიზელები ლიგა 1-ში მეორე ადგილზე არიან.