გამოკითხულ იაპონელთა 80% ოლიმპიური თამაშების გამართვის წინააღმდეგია

ამომავალი მზის ქვეყანაში გამოკითხულთა თითქმის 80% პროცენტი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამართვის ან გადატანის, ანაც სულაც გაუქმების მომხრეა.

 

გამოკითხვა, ქვეყნის უმსხვილესმა საინფორმაციო სააგენტო კიოდომ ჩაატარა, რომელმაც თელეფონით ათასზე მეტი რესპოდენტი გამოკითხა. მათი 35,3% ოლიმპიური თამაშების გაუქმების მომხრეა. 44,8%-მა კი, ხმა ოლიმპიადის კიდევ ერთხელ გადატანას მისცა.

 

გამოკითხულთა 68,3% უკმაყოფილოა ქვეყნის ხელისუფლების მიერ პანდემიასთან ბრძოლით და მიაჩნია, რომ სგანგებო მდგომარეობა დაგვიანებით იყო გამოცხადებული.

 

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პანდემიის გამო 2020 წლიდნ 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიტანეს. წესით, თამაშები 23 ივლისს უნდა დიწყოს დს 8 აგისტოს დამთავრდეს.