ჰანსის ეკონომია

ბუნდესლიგის ბოლო ტურში გლადბახთან თითქმის მოგებული თამაშის 2:3 წაგების შემდეგ ბაიერნის მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კოვიდ პანდემიისას კლუბში ფულის უფრო ყაირათიანად ხარჯვის შესახებ ისაუბრა. 

„მთელს მსოფლიოში, ფეხბურთის კლუბები რთულ დღეში აღმოჩნდნენ. ეს კორონაპანდემიამ განაპირობა. ამიტომაც არ ვამბობ, რომ ახალი ფეხბურთელები გვჭირდება. პირიქით, მომჭირნეობის მომხრე გახლავართ. ჩვენ სეზონის ბოლომდე იმ გუნდს დავეყრდნობით, რომელიც ახლა გვყავს.

 

Javi Martínez to leave Bayern Munich - Return to Athletic Bilbao almost  complete | Transfermarkt

 

მე ვიცი, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში 32 წლის ხავი მარტინესი და 19 წლის ნიდერლანდელი თავდამსხმელი იოშუა ზირკზე ჩვენთან ითამაშებენ. წასვლის შესახებ არც ერთისგან მსმენია რაიმე და არც მეორესგან, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება.

ჩვენ მაღალი კლასის შემადგენლობა გვყავს. ვერც იმის საფრთხეს ვგრძნობ, რომ ბაიერნის მიზნებს რაიმე ემუქრება. უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ განვითარების ყველა პირობა არსებობს და ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ”.

შემოსავლის შემცირების შესახებ ილაპარაკა ბაიერნის შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემაც. მან ეს უმაყურებლობით ახსნა. მას მერე, რაც მსოფლიო covid 19-მა მოიცვა, მატჩები ცარიელი ტრიბუნების წინ ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბილეთები აღარ იყიდება და ფულიც ნაკლებია.