ნიუ იორკში დგას

ტომ ტიბოდო. სადისტი მწვრთნელი, რომელიც არ ინდობს საკუთარ თავს, მოთამაშეებს, გულშემატკივრებს და კიდევ ერთხელ - საკუთარ თავს. და, ტომს აქვს შედეგი. 8 მატჩის შემდეგ ნიქსს 5:3 ჰქონდა. დღეს - 5:5, მაგრამ ეს მაინც მაგარი პროგრესია. წინა, უფუნქციო ნიქსთან შედარებით.

იმანუელ ქვიქლი (საშუალოდ 5.7 ქულა). ახალბედა, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი ისტორია. მას აქვს ჩავარდნები (9/1 ოკლაჰომასთან და ჯერ, სუსტი დაცვა), მაგრამ ბიჭი აუცილებლად მოუმატებს. უკვე გვაქვს ერთი ხოშიანი მატჩი (16 ქულა ატლანტასთან).

ჯულიუს რენდლი, რომელიც ამ ეტაპზე MVP-ს რბოლაში ჩაერთო. ალბათ, ორ-სამ კვირაში ამ რბოლიდან მოტყდება, მაგრამ დღეს რენდლი საოცარია. და, ეს იმის ფონზე, რომ ტიბოდო მას ხანდახან დაუნდობლად წურავს. თუნდაც, ჯულიუსის 38-წუთიანი დატვირთვა მინუს ოცის დროს. მოსულა? ტიბოდოსთან ყველაფერი მოსულა. რენდლი ამ რეგულარულში 22.1 ქულას, 11.2 მოხსნას და 6.9 პასს იღებს. ჯულიუსის კარიერის ახალი რეკორდები. ისევე, როგორც 35 პროცენტი სამიანიდან და 77 - საჯარიმოდან. კლასი. 26 წლის რენდლი დომინირებს სამწამიანში და ძალიან კარგია საშუალო მანძილიდან სროლებშიც.

მიტჩელ რობინსონი. ათლეტური, ჰიპერაქტიური, 22 წლის ცენტრი, რომელიც დაცვაში გენიალურია. რობინოსნი პირველ ორ სეზონში საშუალოდ 2.2 დაფარებას აკეთებდა. ეს მაჩვენებელი ოდნავ დაეცა (1.9), მაგრამ რობინსონი ლიგის ყველაზე მაგარი ახალგაზრდა დამცველია. რობინსონი პიკ ენ როლის საუკეთესო დამცველია. რობინსონი ტაისონ ჩენდლერის სტილის საუკეთესო დამცველია. და, ბიჭი მხოლოდ მოუმატებს.

 

*****

 

სტაბილურობა. ნიქსს არ აქვს ცუდი კონტრაქტი. ის, რაც გუნდს კლავდა წინა წლებში. თქვენ ვერ ნახავთ იოაკიმ ნოას, ტიმ ჰარდევეი უმცროსის სუიციდურ კონტრაქტებს. რენდლსაც კი აქვს კლუბთან მეგობრული ოფცია შემდეგი სეზონისთვის. ფრენკ ნტილიკინა და დენის სმიტი იმედგაცრუებაა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ორივე თავისუფალი აგენტი იქნება. და, ალბათ, ნიქსი ახალაგაზრდებს არ შეინარჩუნებს.

ერთწლიანზეა ელფრიდ პეიტონი და ეს ბიჭიც არ დაბრუნდება.

ნიქსი გაიქაჩა გორდონ ჰიუორდზე, ვერ გაქაჩა და შეეშვა ძვირადღირებული ვეტერანების დაკერვას.

და, ამ ნიუ იორკში დგას სტაბილურობა. დამაჯერებლად დგას. როგორც - როკი ბალბოას ძეგლი ნიქსის კონკურენტ ქალაქში.

ტომ ტიბოდომ ახალი და ძალიან საინტერესო გუნდი შექმნა.

ბრავო, ტომ, ბრავო, ახალ გუნდს!