სან ანტონიოს ტკბილი იანვარი

გრეგ პოპოვიჩი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია.

სან ანტონიომ ბევრი, ბევრი წლის წინ გრეგს გაუკეთა წინადადება, რომელზეც მან ვერ თქვა უარი. და, გრეგმა შექმნა იმპერია.

რომელიც დღეს სუსტია, მაგრამ მაინც იგებს. რომელიც დღეს ოდნავ მორიდებულია, მაგრამ მალე ბევრს დაშლის.

სხვა ვარიანტი არ რჩება. ეს სპერსია. და, ეს გრეგის პერსონალური პროექტია.

ოკლაჰომასთან, თუნდაც, გასვლაზე მოგება არ არის შეუსრულებელი მისია. აქ არ გჭირდება ტომ კრუზი.  ოკლაჰომა ჩვეულებრივი გუნდია. სპერსმა ეს მატჩი 112:102 წამოიღო. კლასი.

მაგრამ სან ანტონიომ გუნდურად მოიგო. კიდევ ერთხელ. გასვლითი სერიის დროს სპერსმა ხუთიდან 4 ტესტი ჩააბარა და გუნდი საფლეიოფო ზონაში რჩება.

დემარ დეროუზენის გარეშე. სპერსის ლიდერმა და ყველაზე შედეგიანმა ბიჭმა ზედიზედ მეორე ჩეხვა პირადი მიზეზის გამო გამოტოვა. დემარი მალე დაბრუნდება.

და, მანამდე სხვებმა აკრიფეს.

 

*****

 

ლონი უოკერმა, რომელმაც ოკლაჰომას 24 ქულა გადაარტყა.

კელდონ ჯონსონმა, რომელმაც მორიდებულად, მშვიდად ააგროვა 18 ქულა.

ლამარკუს ოლდრიჯმა, რომელმაც 13+10 მოხსნა+6 პასი დასვა. და, ოლდრიჯმა ყველა დროის მექულეებში ჯონ სტოქტონს გაასწრო. ლამარკუსი 19 720 ქულით 47-ე ადგილზე ჩამოჯდა. რამდენიმეს უეჭველი ჩაურბენს.

დეჟანტე მარიმ, რომელმაც გარჩევა 7/1 დაიწყო და შემდეგი 6 სროლიდან 5 გამოიყენა. მარის სტატისტიკა - 16, 7 პასი, 5 მოხსნა.

სან ანტონიოს შემდეგი ორი გასაუბრება ჰიუსტონთან აქვს. საკუთარ დარბაზში. როკეტსი ორჯერ დამარხა ლეიკერსმა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ფაქტია. სან ანტონიოში ჰიუსტონმა შეიძლება აკრიფოს. სპერსი ფრთილად უნდა იყოს.

ფრთხილად და აგრესიულად. ის, რაც გრეგს უყვარს.

ახალი სან ანტონიო გემოვნებით და მუღამით ყომარობს და ეს გრეგის, ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელის ავტოგრაფია.

სპერსი ამ შეშლილი პროფესორის პირად გუნდად რჩება.