დიურანტი ზვიგენია

კალათბურთი კევინ დიურანტთან ერთად ისვენებს. კალათბურთმა დაიბრუნა ყველაზე ელეგანტური მკვლელი, რომელსაც მოენატრა მოგება.

კევინი იგებს. ხანდახან, ახალ გუნდში აგებს, მაგრამ ძირითადად, მისტერ დიურანტი შეუდარებელია. და, ბრუკლინში იწყება ახალი ეპოქა.

კარგ, ოდნავ არასტაბილურ დენვერთან დიურანტი იყო ყველაფერი. კევინმა ბევრი შეცდომაც დაუშვა, მაგრამ ბრუკლინმა მოიგო და დიურანტი ბედნიერი იყო.

მატჩი, რომელიც ბრუკლინმა 122:116 წამოიღო.

მატჩი, რომელშიც ნიკოლა იოკიჩმა დაგლიჯა: 23 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი და კარიერის ახალი რეკორდი - 7 ჩაჭრა.

მატჩი, რომელშიც ცელქი არ იყო.

მატჩი, რომელშიც დიურანტმა დაშალა ყველა - 34 ქულა, 13 პასი, 9 მოხსნა. კლასიკა!

და, კევინმა ისტორია შეცვალა.

კევინს კარიერაში უკვე 23 179 ქულა აქვს. და, დიურანტი მოუმატებს. დიურანტი უპრობლემოდ ავა 30 000 ქულაზე. უბრალოდ, აღარ უნდა დაილეწოს.

და, ამ შედეგით კევინმა ყველა დროის რეიტინგში სამი მაგარი ტიპი მოიტოვა უკან.

ელჯინ ბეილორი (23 149). ლეგენდა გაიგებს.

დუეინ უეიდი (23 165). უეიდიც არ იქნება წინააღმდეგი. ან, რომც იყოს, რას შეცვლის რო..?

და, ედრიან დანტლი (23 177). ბოდიშის მოხდით. კიდევ ერთ მეგაშემტევს.

და, კევინი ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების რეიტინგში უკვე 28-ე ადგილზეა. კარგი ტემპი. წინა სეზონი რომ არ გამოეტოვებინა, დიურანტს ბევრად მეტი ქულა ექნებოდა, მაგრამ კევინი ამასაც მიიღებს. უალაპარაკოდ.

შემდეგი? დიდი ბელადი, რკინის კაცი რობერტ პერიში (23 334). ძალიან მალე კევინი ბოსტონის დიდ კაცსაც შეაწუხებს.

 

*****

 

პლიუს, მისტერ დიურანტი კარიერით საშუალოდ 27.04 ქულაზეა და ამ მაჩვენებლით მეოთხეზე ზის. ლებრონ ჯეიმსთან ერთად.

ლიდერები?

ელჯინ ბეილორი (27.3), უილტ ჩემბერლენი (30.07) და მისი უჰაერესობა, მაიკლ ჯორდანი (30.12).

მშვენიერი გარემოცვაა. კევინ დიურანტი სხვა ზვიგენებან ერთად არის. მალე ის ერთხელაც იგრძნობს სისხლს.