რამოსით მანჩესტერიც დაინტერესდა

სერხიო რამოსის ირგვლივ დიდი ამბებია. ბოლო ინფორმაციით, მისი დამატება მანჩესტერს სურს. სულშერის გუნდი მზადაა ესპანელ მცველს 2 წლიანი კონტრაქტი და სოლიდური ხელფასი შესთავაზოს. ცნობა Calciomercato-მ გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ იუნაიტედს რამოსის შეძენა 2015 წლის ზაფხულშიც სურდა, თუმცა ცენტრალურმა მცველმა რეალს უერთგულა. 

 

მანჩესტერი ერთადერთი ბრიტანული გუნდი არაა, რომელსაც რამოსის დამატება სურს. მისი შეძენა ლივერპულსაც უნდა და მერსისაიდელები ფეხბურთელს მანჩესტერის მსგავს პირობებს სთავაზობენ. სერხიოს რეალიდან წასვლის ალბათობა საკმაოდ დიდია, რადგან ბლანკოსთან ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდება. 

 

მადრიდელთა კაპიტანი მშვენიერ ფორმაშია. 34 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.