აგუეროს საქმე ასარჩევად აქვს - არგენტინელს ორი გუნდი იწვევს

სერხიო აგუეროთი ორი გუნდი დაინტერესდა. მანჩესტერ სიტის ფორვარდის დამატება ბარსელონას და პსჟ-ს სურთ. ცნობა The Sun-მა გაავრცელა. გამოცდილ ფორვარდს ქალაქელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, გვარდიოლას გუნდი კი გახანგრძლივებას არ აპირებს. 

 

პსჟ მაურისიო პოჩეტინომ ჩაიბარა და არგენტინელს სერიოზული სატრანსფერო გეგმები აქვს. აგუეროს დამატების ინიციატორი სწორედ იგია. რაც შეეხება ბარსელონას, ბლაუგრანა კვლავ ფორვარდის ძიებაშია და ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ სიტის მეგოლეა. 

 

აგუეროს ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 9 მატჩი და 2 გოლია. სიტის ფორვარდმა ორივე ბურთი ჩემპიონთა ლიგაზე შეაგდო.