პრემიერლიგის ხუთი უიღბლო

ცხოვრება ისეთია, ხანდახან კაცს ცაში აიყვანს, ხოლო მერე ისე დაანარცხებს მიწაზე, საბრალო წამოდგომას ვეღარ ახერხებს. ეს ყბადაღებული ჭეშმარიტება ვერც ფეხბურთელებს უვლის გვერდს. ერთ დროს ვარსკვლავებად მონათლული მოთამაშეეები დღეს აღარავის სჭირდება.

ამჯერად პრემიერლიგის ხუთ ასეთ ფეხბურთელს მივაპყრობთ თქვენს ყურდღებას. პოლ პოგბას შეგნებულად არ ვასახელებთ. მისი აგენტი კარგა ხანია მანჩეტერის ხელმძღვანელებს ფრანგის გაყიდვისაკენ მოუწოდებს, მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება მინდორზე და გატანაც დაიწყო. თუნდაც სამშაბათ საღამოს, მანჩესტერმა მისი გოლით მოუგო ბარნლის სტუმრად და დიდი ხნის შემდეგ. პირველად მოექცა პრემიერლიგის ცხრილის სათავეში.

 

კეპა არისაბალაგა - ჩელსი, კონტრაქტი 2025 წლამდე

Why has Kepa Arrizabalaga's Chelsea career been derailed? And how can he  return to form? | MARCA in English

 

ვისგან უნდა დავიწყოთ თუ არა კეპასგან? პარადოქსია, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე (80 მილიონი ევრო, 2018-ში ბილბაოს ატლეტიკიდან ჩელსიში) უშვებს თითქმის ყველაფერს, რაც კარისკენ მიფრინავს. გასულ სეზონში მან მხოლოდ დარტყმების 53 პროცენტი მოიგერია, რაც ძალიან ცუდი შედეგია.

არისტოკრატთა ახალწვეილმა მენდიმ მყარად დაიკავა ადგილი ძირითადში და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, ეს უკანასკნელი რომ დაშავდეს, შემცვლელად ისევ 39 წლის ვილი კაბალიეროს ან 38 წლის პეტრ ჩეხის გაყვანა ჯობს მინდორზე.

 

შერდან შაჩირი - ლივერპული, კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე

 

English giants battle for Xherdan Shaqiri - Soccer Times

 

შაჩირი რომ მინდოეზე გამოჩნდეს, ვარსკვლავების განლაგებამ უნდა შეუწყოს ხელიო - ასე ხუმრობენ ხოლმე მერსისაიდში. სერიოზულად კი მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული ტრავმებმა შეჭამა, ალბანური წარმოშობის შვეიცარიელისთვის ძირითადში ადგილი მაინც არ იძებნება. გასულ სეზონში ის მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა ძირითად თერთმეტეულში, მიმდინარეში კი - არცერთხელ. ლივერპულელებს შესანიშნავი შემტევი სამეული (მანე-ფირმინო - სალაჰი) ჰყავთ, პლუს ჟოტა, რომელიც პირველი დღიდანვე გაუშინაურდა გუნდს. ამიტომ, შაჩირის არაფრის იმედი უნდა ჰქონდეს.

 

დელე ალი - ტოტენჰემი, კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე

 

Lingard claims he was inventor of Dele Alli celebration - BeSoccer

 

მოურინიუ ახალი მისული იყო ტოტენჰემში, როცა დელე ალიმ ერთ-ერთი საუკეთესო  მონაკვეთი გამოაცხო თავის კარიერაში. ეს იყო და ეს. შემდეგ ის აშკარა რეზერვისტად გადაიქცა. 2020 წელს დოკუმენტური ფილმი გამოვიდა ტოტენჰემზე, რომელსაც „ყველაფერი ან არაფერი“ ჰქვია. ერთ ეპიზოდში კარგად ჩანს, ვარჯიშისას როგორ სკოლის მოსწავლესავით ტუქსავს ჟოზე ალის.

იმავე წლის სექტემბრიდან კი ერთ დროს ინგლისის ნაკრების მთავარი იმედი პრემიერლიგის მატჩებში ძირითადში აღარ გამოჩენილა.

 

ჯესი ლინგარდი - მანჩესტერ იუნაიტედი, კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე

 

Inter Milan 'want to sign Jesse Lingard on loan' - Sports Mole

 

ერთ დროს მანჩეტერის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი საბოლოოდ გადაიქცა მოჩვენებად. მიმდინარე სეზონში ის არცერთხელ გამოჩენილა „ეშმაკუნების“ ძირითადში, ეგ კი არა, მხოლოდ ოთხჯერ მოხვდა განაცხადში.

ამბობენ, ძალიან მალე დატოვებს მანჩესტერსო. სავარაუდო მომავალ კლუბებად კი რეალ სოსიედადს, შეფილდს და პორტუს ასახელებენ. 

ისე, 2020 წელს ერთი გოლი ჯესიმ მაინც გაიტანა. ეს გასული სეზონის ბოლო მატჩში მოხდა სტუმრად ლესტერთან...98-ე წუთზე.

 

მესუთ იოზილი - არსენალი

კონტრაქტი - 2021 წლის ზაფხულამდე

 

Mesut Ozil raves about 20-year-old Arsenal talent during Twitter Q&A

 

მან მეთოფეებთან კონტრაქტი ჯერ კიდევ არსენ ვენგერის დროს გაახანგრძლივა. ამ მოვლების შემდეგ, 50 დღეში ფრანგმა სპეციალისტმა კლუბი დატოვა.

ემერის და ახლა არტეტას პერიოდში ის ძალიან იშვიათად ახსენდებათ. არადა კაცი მსოფლიო ჩემპიონია. ბოლო დროს მის მაღალ ხელფსზე (350 გირვანქა კვირაში) უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე საფეხბურთო ამბებზე.

ანდა როგორ ისაუბრებენ, როცა არტეტამ ის სეზონის განაცხადში არ შეიყვანა. არც პრემიერლიგაში და არც ევროპა ლიგაზე. ძირითად გუნდთან ერთადაც კარგა ხანია აღარ ვარჯიშობს.

ბოლო ინფორმაციით, დიდი შანსია მალე ის თურქულ ფენერბახჩეში აღმოჩნდეს, ან კარიერა აშშ-ში გააგრძელოს.