თორნიკე შენგელია მომავალია

და, ეს მომავალი სხვებისთვის საშიშია. ეს მომავალი სხვებისთვის ტკივილია.

ცსკა, რომელსაც აკლია ორი კარგი მოთამაშე (უილ კლაიბერნი, დანი ჰეკეტი) იგებს. და, ამ გუნდის უკვე შეუცვლელი წევრი გახდა თორნიკე შენგელია.

რომელსაც აკლდა სტაბილურობა და ჩვენი კაპიტანი ამას აგრესიული დაცვით, მონდომებით, ლტოლვით ფარავდა.

რომელსაც არ აკლდა კრიტიკა და ჩვენი კაპიტანი ამას პროფესიონალიზმით ფარავდა.

რომელსაც არ აკლდა კლუბის მხარდაჭერა და თორნიკესთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, დასაფასებელი იყო. თორნიკე ამით უკეთესი, უფრო მოტივირებული გახდა.

და, დღეს, თოკო შეუჩერებელია ვითიბი ლიგაზე, სადაც ცსკამ აკრიფა და ჩემპიონობის მთავარი ფავორიტია.

და, დღეს თორნიკე შეუცვლელია ევროლიგაზე, სადაც ცსკამ ვერ გაქაჩა ზედიზედ მეცამეტე მოგება, მაგრამ მიამტვრია სახლში ჟალგირისი და ეს ყოველთვის სასიამოვნოა. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს არის ცსკა.

83:73.

წითელმა მანქანამ მშვიდად აიღო ასაღები.

 

*****

 

და, თოკო ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

18 ქულა, 7 მოხსნა (4 - შეტევაში), 1 პასი. იყო 4 შეცდომაც, მაგრამ იყო თოკოზე მიღებული 4 ფოლიც. შენგელია იყო აგრესიული და თოკო ვერ გააჩერეს.

გუნდში თითქმის ყველა ლიდერმა თავის საქმეს მიხედა. მაიკ ჯეიმსმა ჩაყარა (21 ქულა), ნიკოლა მილუტინოვმა ორმაგი (10+14 მოხსნა) გლიჯა და იოჰანეს ფოიტმანმა ბიჭები დააზღვია (8 ქულა). იყო კიდევ დარუნ ჰილიარდის კარგი, საჭირო 14 ქულა და ძალიან კარგი, ეკონომ-დაცვა.

გუნდმა გუნდურად აკრიფა.

თოკო საშუალოდ ზუსტად 10 ქულაზე გავიდა. მისაღები შედეგია. თოკო მხოლოდ მოუმატებს. და, თორნიკეს გუნდი რამდენიმე დღეში ბარსელონას დაელაპარაკება.

მოსკოვში. სადაც ცსკა თითქმის არ აგებს.

და, მაინც - ეს ბარსელონაა. ველოდებით სერიოზულ ჩეხვას.