ჰარდენი და Durანტიგუნდი

ჯეიმს ჰარდენი ბრუკლინში ითამაშებს.

ჰიუსტონმა დააკმაყოფილა უკმაყოფილო ლიდერის მოთხოვნა და ჯეიმსი აღმოსავლეთში დაეშვა.

გავიაროთ 4-გუნდიანი გაცვლის დეტალები.

ჰიუსტონი - მიიღებს ინდიანადან ვიქტორ ოლადიპოს, დანტე ეგზამს, როდიონს კურუჩს, პირველი წრეში ოთხ (!) არჩევანს და კიდევ ოთხი გაცვლის შანსს.

კლივლენდი - მიიღებს ჯარეტ ალენს და ტორინ პრინსს ბრუკლინისგან.

ინდიანა - მიიღებს ბრუკლინის კარის ლევერტს და მეორე წრის არჩევანს.

დავლაგდით, არა?

ჯეიმს ჰარდენმა მოიგო. ჯეიმსს მაგრად უნდოდა ბრუკლინში გადასვლა. იქ კევინ დიურანტია. და, იქ ალბათ, გამოჩნდება კაირი ირვინგიც. და, ამ მკვლელმა თავდასხმამ ბრუკლინს ბევრი თამაში უნდა მოაგებინოს. 2 ყოფილი MVP უკვე თემაა.

 

*****

 

ჰარდენი ცუდად იქცეოდა. ჯეიმსი უბრალოდ, ინერციით იდგა ბოლო მატჩებში. ინერციით დარბოდა. ჯეიმსს აკლდა ლტოლვა და აგრესია. ის, რაც ჰარდენშია. და, როგორც კი ჰარდენმა თანაგუნდელები დაბალ საშემსრულებლო დონეში დაადანაშაულა, ჰიუსტონის ბოსებმა დაიწყეს მოლაპარაკების მეორე ფაზა.

რამდენიმე საათში ჰარდენი - ჯერ, მოტეხეს გუნდის ვარჯიშიდან და, შემდეგ დაიწყო მოლაპარაკება ფილადელფიასთან. ამ შემთხვევაში, ჰარდენს მისტერ სიმონსში გაცვლიდნენ.

და, ზედიზედ მეორედ, ჯეიმსი ოკლაჰომას ყოფილ თანაგუნდელთან ერთად ირბენს. შარშან - რას უესთბრუქი წელს - კევინ დიურანტი.

ლიგის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაცვლა, რომელშიც ბრუკლინმა თითქმის ყველაფერი გაუშვა. ბრუკლინი ჰარდენზე მაქსიმალურ ფსონს შევიდა და თუ რისკი არ გაამართლებს, გენერალური მენეჯერი შონ მარქსი მაგარ შარშია.

ბრუკლინმა ჯეიმსში 11 აქტივი დათმო. ძალიან ბევრია. და, სტივ ნეში რთული სეზონისთვის ემზადება. ნეშმა იცის, რომ შეტევაში ეს გუნდი შეუჩერებელი იქნება, მაგრამ დაცვაში პრობლემები დაიწყება. პლიუს, გუნდი ერთი კარგი ცენტრით - დეანდრე ჯორდანით დარჩა. ცოტაა. არასაკმარისია. ჯორდანი ვერ იდგება ხუთეულში 30 წუთამდე.

 

*****

 

გაცვლის პლიუსებზე და მინუსებზე ხვალ დავილაპარაკოთ.

დღეს, ჰარდენის პერსპექტივა ვთქვათ.

ჯეიმსი მოხვდა გუნდში, სადაც მას თავს დაუხრიან და პირველ ეტაპზე დიურანტიც ჰარდენზე გადაეწყობა. მიდი, ჯეიმს, გაიქევცი და, ჩვენ მოგყვებით. და, თუ კაირი ირვინგიც აზრზე მოვა და კალათბურთის თამაშს დაიწყებს, ბრუკლინი ლიგის ყველაზე შედეგიანი გუნდი გახდება.

ბოლო მომენტამდე მეგონა, რომ ჯეიმსი ძველ მეგობართან, დერილ მოურისთან გადავა.

მაგრამ ფილადელფიამ ვერ დაკერა, ვერ დააინტერესა ჰიუსტონი საკუთარი აქტივებით. ბენ სიმონსის თემა სექსუალური იყო, მაგრამ - არასაკმარისი.

ჰიუსტონი მაგრად წააგებდა და ჰიუსტონმა გაცვლაში სამი გუნდი ჩართო.

ფილადელფიას არ ჰყავდა თავისი ლევერტი და ალენი და, შესაბამისად - დამატებითი ბონუსები გაცვლის დროს.

ჰარდენი მაგარ გუნდში მოხვდა.

ჰარდენი კევინთან მოხვდა.

და, თუ ბიჭებს ნოსტალგია მოაწვება, ნებისმეირ დროს შეიძლება კაირის გაცვლა ვაშინგტონში. რასელ უესთბრუქში. პროცესში, გავუშვათ ნეშიც, მოვიყვანოთ სკოტ ბრუქსი და დაბრუნდება კარგი, ძველი ოკლაჰომა.

ნუ, სერჟ იბაკაც თუ არ იქნება წინააღმდეგი, საერთოდ გაასწორებს...